Powered by Jasper Roberts - Blog


 

 

22:02 10.12.2019
„ჩვენ ვართ, ვიყავით და ყოველთვის ვიქნებით კავკასიის კულტურული და მეცნიერული ცენტრი - ჩვენს თავს ეს ისევ უნდა დავაჯეროთ იმიტომ, რომ ზოგჯერ ესეც გვავიწყდება“

რაღაცა დაკომპლექსებული ერი გავხდით მაშინ, როცა უზარმაზარი შესაძლებლობები გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში განაცხადა, სადაც სამეცნიერო საზოგადოების წევრებს უმასპინძლა. სიტყვით მიმართვისას პრეზიდენტმა საქართველოს კულტურისა და მეცნიერების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ გლობალიზაციის პირობებში საქართველოს ხმა მსოფლიოში დაიკარგა. ამასთან, პრეზიდენტი კავკასიის მეცნიერებების შემსწავლელი საკოორდინაციო ცენტრის დაფუძნების ინიციატივით გამოდის.

 

„ჩვენ ვართ, ვიყავით და ყოველთვის ვიქნებით კავკასიის კულტურული და მეცნიერული კერა და ცენტრი. ჩვენს თავში ეს ისევ უნდა დავიჯეროთ იმიტომ, რომ ზოგჯერ ესეც გვავიწყდება. რაღაცა დაკომპლექსებული ერი გავხდით მაშინ, როცა უზარმაზარი შესაძლებლობები გვაქვს. ჩვენ უფრო კარგად უნდა ვმართოთ დღევანდელი რეალობა: სოციალური ქსელები, ინტერნეტი იმიტომ, რომ იქ იბეჭდება ყველაფერი და არაფერი. მომავალი თაობა, ანუ თქვენი მემკვიდრეები არ გაჩნდებიან ამ ქვეყანაში, არ ჩაებმებიან ამ სწავლებაში თუ არ დაინახავენ, რომ აქ არის პერსპექტივა. ჩვენი ახალგაზრდობიდან ყველა წავა ბიზნესის თუ იურისპრუდენციის სწავლებაზე, თუკი არ ექნებათ განცდა, რომ ამ ქვეყნისთვის პრიორიტეტი სწორედ თავის თავის შესახებ ცოდნის გავრცელებაა,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge