Powered by Jasper Roberts - Blog


 

 

23:53 10.12.2019
„პრესსამსახურის ოპერატორი შემოდიოდა კაბინაში და მიღებდა, რას შემოვხაზავდი - 2012 წლიდან არასდროს, არცერთ ჩემს ხელმძღვანელს არ უთქვამს, რომ მმართველი პარტიისთვის დამეჭირა მხარი“

ფეისბუკმომხმარებელი ხათუნა ნოზაძე ეხმაურება სააკაშვილის მიმართვას საჯარო მოხელეებისადმი, სადაც სააკაშვილი მოუწოდებს სახელმწიფო სამსახურში მომუშავეებს, არ აყვნენ ივანიშვილს და არ გავიდნენ აქციაზე: 

 

“მე ის საჯარო მოხელე ვარ, რომელიც სააკაშვილის მართველობის დროს ვმუშაობდი შს სამინისტროს პიარში და ყველა არჩევნებზე, ვანო მერაბიშვილის დავალებით, დიახ იძულების წესით დავყავდით არჩევნებზე, ამჟამინდელი სოდის შენობასთან განთავსებულ კარვებში, სადაც კამერების თანდასწრებით ვაძლევდით ხმას!! ასევე გარდა ჩვენი პირადპობის მოწმობებისა, გვაიძულებდით მიგვეტანა მშობლების და ოჯახის წევრების პირადობები, რომ თავი დაეზღვიათ და ეს ბედავს და ამას ამბობს??? პრესამსახურის ოპერატორი შემოდიოდა კაბინაში და მიღებდა რას შემოვხაზავდი, როგორ არ გრცხვენიათ!!! !!!! საჯარო მოხელე ვარ 24 წელი… ახლაც საჯარო მოხელე ვარ და დიახ 2012 წლიდან აქამდე მოყოლებული არასდროს, არცერთ ჩემს ხელმძღვანელს არ უკადრებია და არ უთქვამს, რომ მართველი პარტიისთვის დამეჭირა მხარი, ან მართველი პარტიის მხარდამჭერ მიტინგზე მიმეღო მონაწილეობა!!! ( ხატზე დავიფიცებ) ამას დაადასტურებს ყველა ჩემი კოლეგა და სირცხვილია რა მართლა უკვე ამდენი ტყუილი!!!!” – წერს ხათუნა ნოზაძე. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge