Powered by Jasper Roberts - Blog


 

 

00:20 18.01.2020
„ლორა თორნტონი და მისი ჯგუფი ქართული საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებს - რასაც ის ჩადის, არის ერთი დეგრადირებული და მარგინალური პოლიტიკური ჯგუფის მხარდაჭერა“

რეჟისორ გოგა ხაინდრავას განცხადებით, საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მყარი პარტნიორია და თანაც ეს არაერთხელ დაამტკიცა. ხაინდრავას თქმით, ამ ფონზე აბსოლუტურად მიუღებელია ის, რაც „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) დაკვეთით ჩატარებულ კვლევაშია ასახული. ხაინდრავა ამბობს, რომ ამერიკის „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორი ლორა თორნტონი და მისი ჯგუფი, რომლებიც ძალიან სერიოზულ საერთაშორისო ინსტიტუტს წარმოადგენენ, წლების განმავლობაში ქართული საზოგადოების მიმართ შეურაცხმყოფელ ქმედებებს ახორციელებენ, მანიპულირებენ საზოგადოებრივი აზრით, რომელიც სიყალბეს ეყრდნობა.

 

ხაინდრავას შეფასებით, ლორა თორნტონის საქმიანობა დეგრადირებული და სრულიად მარგინალური პოლიტიკური ჯგუფის მხარდაჭერას ემსახურება. „რეგიონში ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელიც აშშ-ისთვის მყარი პარტნიორია. ჩვენ ეს ათწლეულების განმავლობაში არაერთხელ დავამტკიცეთ. ამ ფონზე აბსოლუტურად შეუწყნარებელია, რისი მოწმენიც გავხდით ჩვენ გუშინ და ვართ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ქალბატონი ლორა თორნტონი და მისი ჯგუფი, რომელიც მოკალათებულნი არიან ძალიან სერიოზულ საერთაშორისო ინსტიტუტში, რომელსაც „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი“ ჰქვია, წლების მანძილზე პრაქტიკულად შეურაცხმყოფელ მოქმედებას სჩადის ქართული საზოგადოების მიმართ, ქართული საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებს, რომელიც, როგორც წესი, დაყრდნობილია სიყალბეზე, არის ცალსახად პოლიტიკურად ანგაჟირებული, რადგან, რასაც ის ჩადის, არის ერთი დეგრადირებული და სრულიად მარგინალური პოლიტიკური ჯგუფის მხარდაჭერა“,- განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge