Powered by Jasper Roberts - Blog


 

 

21:14 23.01.2020
ნინო ლომჯარია არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ მან ციხეში ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია მოინახულა - "არ ვთვლი საჭიროდ, რომ ვთქვა, ვინ მოვინახულე"

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ე.წ მატროსოვის ციხეში იმყოფებოდა. მან პენიტენციური დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა. ნინო ლომჯარია არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ მან ციხეში ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია მოინახულა. "არ ვთვლი საჭიროდ, რომ ვთქვა, ვინ მოვინახულე", - განაცხადა ლომჯარიამ ციხის დატოვების შემდეგ. ლომჯარიას თქმით, ის ცოტა გაკვირვებულია, რომ კონფიდენციალური ინფორმაცია გავიდა და მას ჟურნალისტები დახვდნენ.

 

"ფაქტია, რომ ჩემი ვიზიტის შესახებ ინფორმაცია იყო კონფიდენციალური, მაგრამ ამის შესახებ ინფორმაცია ამ დაწესებულებიდან გავიდა, მე რომ მქონოდა სურვილი საჯაროობის ამას ვიტყოდი და სამწუხაროდ, როგორც ჩანს სახალხო დამცველის ვიზიტი კონფიდენციალურად არ ინახება. რამდენიმე ადამიანს შევხვდი, არ აქვს მნიშვნელობა, ეს იყო ვანო მერაბიშვილი, თუ ბაჩო ახალაია. რომ მქონოდა სურვილი, ვის ვხვდები და რატომ ვხვდები ამას ვიტყოდი. მე ვწყვეტ რატომ, როდის და სად მოვიდე; აქ პატიმრების სურვილით მოვედი, კონფიდენციალურია ეს ინფორმაცია, რადგან თავად პატიმრებს სურთ ასე. ჩემზე არ არის დამოკიდებული ეს. არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, იყო სურვილი, რომ მოვსულიყავი და მოვედი. არ ვთვლი საჭიროდ, რომ ვთქვა, ვინ მოვინახულე", - განაცხადა ლომჯარიამ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge