Powered by Jasper Roberts - Blog


 

 

21:50 23.01.2020
„ცოცხალისთვის პასუხის მოთხოვნას ტრ...კი უნდა, მაგრამ ამასაც თავი დავანებოთ! ღალატზე ლაპარაკი დასწრებაზეა?“

ჟურნალისტი მერაბ ხაჩიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება საზოგადოების ერთი ნაწილის აგრესიას ყოფილი პრემიერის პერსონის მიმართ და წერს: 

 

„ცოცხალისთვის პასუხის მოთხოვნას ტრაკი უნდა, მარა ამასაც თავი დავანებოთ! ღალატზე ლაპარაკი დასწრებაზეა? ამან თუ უღალატა და დასამხობად მიადგა, ქვეყნის და ზვიადის ის "ერთგული ჯარი" სად გაქრა, ბუნკერი და პრეზიდენტი რომ ორმოციოდე კაცს შეატოვეს, სკოლებიდან გამოტანილი, ოცი, თუ ოცდახუთი სასწავლო ავტომატის ამარა? არც ხუთი ათასი და არც ხუთასკაციანი ჯარი არ ყოფილა და არც არსებობდა! ანდა ის, "ასიათასობით" პრეზიდენტის "ხატზე" მლოცველი ზვიადისტი სად წავიდა და რომელ ხვრელში შეძვრა მაშინ და მერეც, როცა გამსახურდია ორად-ორი კაცის თანხლებით გადადიოდა სოფლიდან სოფელში და თავშესაფარს ეძებდა? მე კი ვიცი და სხვამაც იცის, მარა სიმართლის თქმა და მოსმენა არავის უნდა და პირველ რიგში, სწორედ "ზვიადის ერთგულებს"! არანაირი "ზვიადიზმი" არ ყოფილა და არც ბუნებაში უარსებია! ყველა "იზმს" დღემდე ერთი ბატონი ჰყავს! მთელი ეს უბედურება ქვეყნის დიდი დაბოლების დასაწყისი იყო, რომელიც ქართველებმა დედის რძესავით შევირგეთ და დღემდე ვირგებთ, აგერ უკვე ოცდაათი წელია! ახლა ურჩევნია სისულელე არავინ მომწეროს, თორემ ვიღაცების სოროში შეძრომა მერე ნახეთ!“

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge