Powered by Jasper Roberts - Blog


 

 

18:50 25.01.2020
„ახლა მეორე ეტაპი დაიწყო, რომელსაც ხელს უწყობენ ამერიკელი და ევროპელი კონგრესმენ-პარლამენტარები - ეს განცხადებები საქართველოს დესუვერენიზაციის გზაზე დაგებული ფიანდაზია!“

ბონდო მძინარაშვილის ბლოგი:

 

ნაცსექტამ და უჭუპუჭუ პარტიებმა ძალიან კარგად იციან, რომ ხალხი მხარს არ უჭერს და ახლა წუწკი კონგრესმენების წერილებით ცდილობენ ისეთი განწყობის შექმნას, თითქოს საქართველო საერთაშორისო მხარდაჭერას კარგავს. ეს წერილებიც და ევროპარლამენტარების განცხადებებიც ანგარებით მზადდება. ეს პროცესი ყველაზე მეტად ხელს აძლევს რუსეთს, რადგან ხალხი დასავლეთს ბოროტების მხარდამჭერად აღიქვამს, დასავლეთის ალტერნატივა კი სწორედ რუსეთია. ეს ქართული სახელმწიფოსთვის ძალიან საშიში პროცესია და ჩვენს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებს, მათ საელჩოებს სერიოზული დაფიქრება მართებთ. ნაცსექტამ, თავისი მმართველობისას, საქართველოს ტერიტორიის 22 პროცენტი და ეკონომიკის მართვის სადავეების დიდი ნაწილი რუსეთს გადასცა. ახლა მეორე ეტაპი დაიწყო, რომელსაც ხელს უწყობენ ამერიკელი და ევროპელი კონგრესმენ-პარლამენტარები. ეს განცხადებები საქართველოს დესუვერენიზაციის გზაზე დაგებული ფიანდაზია! დიდი სიფრთხილის გამოჩენა გვმართებს, რადგან შესაძლოა ქართული სახელმწიფოებრიობის დასასრულის მომსწრენიც კი გავხდეთ! არ გაშინებთ, გაფრთხილებთ!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge