Powered by Jasper Roberts - Blog


 

 

20:42 25.01.2020
ამერიკის შეერთებული შტატები, პარტნიორობის ფარგლებში ახალ 7 მილიონი დოლარის ღირებულების საგანმანათლებლო პროექტს იწყებს

ამერიკის შეერთებული შტატები, პარტნიორობის ფარგლებში ახალ 7 მილიონი დოლარის ღირებულების საგანმანათლებლო პროექტს იწყებს. ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. "ახალი პროექტი Achieving Student-Centered Education for a New Tomorrow (ASCENT) 5 წლიანია და გულისხმობს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებში წიგნიერებისა და მათემატიკური უნარების განვითარებას. ასევე, საუნივერსიტეტო დონეზე ისეთი პროგრამების ხელშეწყობას, რომლებიც შემდგომ უზრუნველყოფს სკოლებში მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნას", — წერია განცხადებაში.


განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე საუბარი შეეხო Fulbright-ის პროგრამის გაფართოებასაც. ამერიკული მხარის ინიციატივით, პროგრამის ფარგლებში "ინგლისური ენის სწავლების ასისტენტი" (ETA) პროექტი განხორციელდება. პროექტი გულისხმობს ინგლისური ენის სწავლების და პრაქტიკის საათებში დახმარებას, თანამასწავლებლის-კოლეგის პროფესიულ განვითარებას. უწყების ინფორმაციით, შეთანხმებას ხელი გაზაფხულზე მოეწერება

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge