Powered by Jasper Roberts - Blog


 

 

21:17 25.01.2020
„შე უსინდისო არსებავ, რომ მოთქვამ - ''ხელი დამარტყესო''! - ორი წუთის შემდეგ კი შენ თვითონ ურტყამ სახეში დეპუტატს, რომელსაც თითიც კი არ დაუკარებია შენთვის“

თბილისის საკრებულოს წევრი ერეკლე კუხიანიძე, რომელიც „ვაჟა გაფრინდაშვილის სკანდალის“ გამო უმრავლესობიდან გარიცხეს, „ქართული ოცნების“ წევრს იცავს და ლევან ხაბეიშვილს სოციალურ ქსელში მიმართავს:  

 

„ჩემგან კი არ ეკუთვნის არავის დაცვა, მაგრამ შე უსინდისო არსებავ, რომ მოთქვამ ''ხელი დამარტყესო''! - ორი წუთის შემდეგ კი შენ თვითონ რომ ურტყამ სახეში ხელს დეპუტატს, რომელსაც თითიც კი არ დაუკარებია შენთვის, იმ მოტივით - ''შენც ხომ გინდოდა ჩემთვის დაგერტყაო!'' - ხომ ხარ მინიმუმ იდიოტი ამის შემდეგ?!“, წერს ერეკლე კუხიანიძე.

 

შეგახსენებთ, რომ 24 იანვარს თბილისის საკრებულოს "ქართული ოცნების" დეპუტატებსა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრ ლევან ხაბეიშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება გაერთიანებული კომისიის სხდომაზე მოხდა და მასში დეპუტატები: ავთანდილ ცინცაძე, ირაკლი ზარქუა, გიორგი ჩაკვეტაძე და ალექსანდრე ხუჯაძე მონაწილეობდნენ.

 

იხილეთ ვიდეო:

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge