Powered by Jasper Roberts - Blog


 

 

21:33 25.01.2020
„აშშ-ში საქართველოს ელჩი ბაქრაძე ნაცებზე მუშაობს, მისი უმოქმედობის-პოლიტიკური დივერსიის შედეგია კონგრესმენების ასეთი მძაფრი პროტესტი „ოცნების“ ხელისუფლების მიმართ“

„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში ეხმაურბა ამერიკელი კონგრესმენების მიერ საქართველოს მთავრობის მისამართით კრიტიკული წერილების გაგზავნის ფაქტს და წერს:

 

„აშშ-ში საქართველოს ელჩი ბაქრაძე ნაცებზე მუშაობს, მისი უმოქმედობის-პოლიტიკური დივერსიის შედეგია კონგრესმენების ასეთი მძაფრი პროტესტი „ოცნების“ ხელისუფლების მიმართ - საგარეო საქმეთა სამინისტრო სირაქლემას პოზაშია - არ იმჩნევს!!! შეგახსენებთ, რომ 2012 წლის არჩევნებისას ბატონი ბაქრაძე გახლდათ ელჩი საბერძნეთში, ნაცმოძრაობის აქტივისტი, რომელიც ატერორებდა „ოცნების“ მხარდამჭერ ემიგრანტებს!!! იმკიან ჩაპორტირებულ-კოჰაბიტირებული პოლიტიკის შედეგებს!!! ჯერ სად ხართ?!“, წერს სანდრო ბრეგაძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge