|
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| eng geo rus | თებერვალი 09.02.2010 20:49:32 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
swf
14 წლის წინ, 1993 წლის ნოემბერში, გაჩნდა იდეა, მას დაემატა სურვილი და მონდომება, ძიება და რისკი. შედგა _ სრულიად ახლებური სტილი და ხედვა ქართულ პრესაში – სამენოვანი ყოველკვირეული გაზეთი "ჯორჯიან თაიმსი". გამომცემელთა და დამფუძნებელთა მიზანი იყო ქართველი ხალხის იდეური და მორალური მხარდაჭერა და ქვეყნის ირგვლივ არსებული საინფორმაციო ვაკუუმის გარღვევა, რათა დანარჩენი მსოფლიოსათვის გვემცნო ამბავი თანამედროვე საქართველოზე.
1994 წელი _ გამოდის დამოუკიდებელი ინგლისურენოვანი ყოველკვირეული გაზეთი "ჯორჯიან თაიმსი". 1994 წელი _ კავკასიური სტრატეგიული კვლევების ცენტრი "აზრი". იგი ჰოლდინგის ინტელექტუალური ძრავაა, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან. 1995 წელი –პირველი ბიზნეს რეიტინგი, რომელიც ყოველწლიურად ავლენს საუკეთესოს ეროვნული ბიზნესში. 1996 წელი _ იქმნება "ჯ.თ" გამომცემლობა უზრუნველყოფს ნებისმიერი დონის პროფესიული მომსახურების სრულ ციკლს. 1996 წელი _ გამოდის პირველი მაღალპოლიგრაფიული გამოცემა საქართველოში, განსხვავებული შინაარსისა და ფორმის სარეკლამო_საიმიჯო ორენოვანი კატალოგი _ ,,Leader Today”. 1997 წელი _ ყალიბდება ,,ჯორჯიან თაიმსის” დიზაინ-სტუდია და არტ-სამსახურის მოღვაწეობის სფერო ჰოლდინგის ყველა გამოცემემაზე ვრცელდება. 1998 წელი _ "ჯორჯიან თაიმსის"ში შემოდის სოციოლოგიური და მარკეტინგული კვლევების ცენტრი _ "გორბი". 1999 წელი _ იქმნება მძლავრი სარეკლამო სამსახური _ "ჯ.თ." 2000 წელი _ "ჯ.თ."-ის სარეკლამო სამსახურთან იქმნება PR-ჯგუფი, რომელიც ერთ-ერთი მძლავრი სტრუქტურაა ჰოლდინგში. 2000 წელი _ იქმნება "ჯ.თ"-ის ჟურნალისტური გამოძიება. 2000 წელი _ ყალიბდება უახლესი ტექნიკური განყოფილება, რომელიც უზრუნველყოფს ჰოლდინგის ინტერნეტ მომსახურებას და მუდმივ აქტივობას მსოფლიოს გლობალურ საინფორმაციო ქსელში. 2001 წელი _ ყალიბდება საინფორმაციო სამსახური "ჯ.თ _ ნიუსი”. 2002 წელი _ იქმნება გამოცდილი სპეციალისტებით დაკონპლექტებული იმიჯ-სამსახური "მრჩეველი". 2002 წელი _ ყალიბდება ფოტოსტუდია "საქართველოს თვალი" თავისი უდიდესი და უნიკალური ფოტო-არქივით. 2002 წელი _ იქმნება "ჯ.თ" -ის შოუბიზნეს ჯგუფი. 2003 წელი _ იქმნება "ჯ.თ-პროდაქშენ" ფილმების სტუდია. 2004 წელი _ გამოდის "The Best Georgian Banks" საქართველოს საუკეთესო ბანკებზე. 2005 წელი _ იქმნება GBC _ "ჯორჯიან ბიზნეს კონსალტინგი". 2007 წელი _ ელექტრონული გაზეთი "The Georgian Times" სამენოვანია. www.geotimes.ge 2007 წელი_ გამოდის ინგლისურენოვანი ტურისტული ჟურნალი “Way”. 2007 წელი_ჰოლდინგი იწყებს სპეციალური პროექტების გამოშვებას.( აზერბაიჯანი, ყაზახეთი, თურქეთი, პოლონეთი) 2007 წელი_გამოდის ყოველკვირეული ქართულენოვანი ბიზნეს გაზეთი “ნაციონალური ბიზნესი”. 2007 წელი_გამოდის პირველი სარეკლამო საინფორმაციო კატალოგი “ჩვენი სახლი”. 2008 წელი_იქმნება ახალი პროექტი საქართველო უცხოეთის მას-მედიაში, GFM მონიტორინგი, რომლის ბაზაზე შემდეგში შეიქმნა ვებ გვერდი www.gtnews.ge |
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||