დღეს რუსმა სამშვიდობოებმა ტელეკომპანია "მზის" სამეგრელოს რეგიონული კორესპონდენტი მალხაზ ბასილაია დააკავეს, რომელიც ენგურის ხიდზე არსებულ საგუშაგოზე საარჩევნო პროცესის გადაღებას ცდილობდა.
ჟურნალისტი ცდილობდა მოეპოვებინა მასალა რუსეთის პრეზიდენტის წინასწარი არჩევნების ფარგლებში აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარე საარჩევნო პროცესის შესახებ და ვიდეოკამერით გადაეღო ის საარჩევნო ყუთი, რომელიც ენგურის ხიდზე მყოფი რუსი სამშვიდობოებისთვის უნდა მიეტანათ.
გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი ჟურნალისტი ჯერ გალის მილიციაში, შემდეგ კი სოხუმში გადაიყვანეს.
თვითმხილველების თქმით, დაკავებული მალხაზ ბასილაია სასტიკად არის ნაცემი.