'რესპუბლიკურმა პარტიამ' გამართა ბრიფინგი, რომელზეც განაცხადა, რომ ირაკლი ბათიაშვილი, საქართველოს ყოფილი უშიშროების მინისტრი, პოლიტიკური პარტია 'წინ საქართველოს' ყოფილი წევრი, რომელიც პრეზიდენტი მოვალეობის შემსრულებელმა ინავარში შეიწყალა, 'რესპუბლიკურ პარტიაში' გაწევრიანდა.
ბათიაშვილის განცხადებით, 'რესპულიკურ პარტიასთან' მაერთიანებს იდეა და საერთო ღირებულებები.
პარტიის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, ბათიაშვილთან მიმდინარეობდა ხანგრძლივი კონსულტაციები, რის შემდეგაც მისი პარტიაში გაერთიანება გადაწყდა.