შსკ-ის ჯერ არ ამოუწურავს საკუთარი პოტენციალი მოლაპარაკებების პროცესში და კომისიამ არსებულ ფორმატში მუშაობა უნდა გააგრძელოს,'' _ განაცხადა რუსეთის საგანგებო დავალებათა ელჩმა იური პოპოვმა საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილთან შეხვერის შემდეგ.
''რუსეთმა ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ შერეული საკონტროლი კომისიის ფირმატს არ ამოუწურავს თავისი პოტენციალი. ვფიქრობთ რომ შერეულმა საკონტროლო კომისიამ უნდა იმუშაოს და მას აქვს პერსპექტივა მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები'', _ განაცხადა პოპოვმა.
რაც შეეხება დიმიტრი სანაკოევს, მოლაპარაკებების პროცესში დიმიტრი სანაკოევის ჩართვას საგანგებო დავალებათა ელჩი ნაადრევად მიიჩნევს და აცხადებს, რომ თუ დიმიტრი სანაკოევი ჩართული იქნება მოლაპარაკებების პროცესში, სამხრეთ ოსეთის მხარე მოლაპარაკებებზე უარს იტყვის, აქედან გამომდინარე ამ გადაწყვეტილების მიღება ნაადრევია.
''შეხვედრაზე განვიხილეთ ერთობლივი მუშაობის საკითხები ჩვენი ძირითადი მიზანია კონფლიქტების დარეგულირების პროცესის ადგილიდან დაძვრა და მოლაპარაკებების პროცესის განახლება. მინდა ვთქვა, რომ ჩვენი პოზიციები ბევრ საკითხში არ ემთხვევა., თუმცა იმედი მაქვს დაინტერესებული მხარესთან ერთად ერთობლივ გადაწყვეტილებას მივიღებთ”, _ განაცხადა პოპოვმა.
იაკობაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს განსხვავებული პოზიცია მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით, არის შეხედულებები, რომელთან მიმართებაშიც მხარეებს ერთიანი ხედვა აქვთ.
''გვქონდა შინაარსიანი და გულახდილი საუბარი. ყველა საკითხებზე ვერ შევთანხმდით, მაგრამ მოვნიშნეთ ის საკითხები, რაზეც გვაქვს ერთნაირი ხედვა. ქართულ მხარეს აქვს რამდენიმე პრინციპული მოსაზრება როგორც შერეულ საკონტროლო კომისიასთან დაკავშირებით, ასევე დიმიტრი სანაკოევის ადმინისტრაციის მონაწილეობასთან დაკავშირებით. ჩვენი აზრით, შეუძლებელია სამხრეთ ოსეთის მომავალზე საუბარი ისე, რომ არ იყოს გათვალისწინებული იმ ხალხის აზრი, რომელსაც ამ შემთხვევაში წარმოადგენს სანაკოევი''_ განაცხადა იაკობაშვილმა.