კოდორის ხეობის მთებში ემზარ კივიციანის და მისი მომხრეების ყოფილი ბანაკი აღმოაჩინეს
2006.08.04 14:56
შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის სამმართველომ გასულ ღამით, კოდორის ხეობის მთებში ემზარ კივიციანის და მისი მომხრეების ყოფილი ბანაკი აღმოაჩინა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია სხვადასხვა დასახელების იარაღი და საკვები. სამართალდამცავთა განცხადებით, აქ დაჯგუფების წევრებთან ერთად დაბანაკებული იყო კვიციანის დისშვილი, ამჟამად ძებნილი ბაჩო არღვლიანი. ამასთან, არაოფიციალური წყაროებით გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ ღამით, სოფელ ლათასთან რუსეთის საბრძოლო ტექნიკის გადაადგილება შეიმჩნეოდა. მობილიზებული იყო ცოცხალი ძალა. რამდენიმე ავტობუსით ლათას 107-ე საგუშაგოზე მთიელ ხალხთა კონფედერაციის წევრები გადაიყვანეს. ამავე ინფორმაციით, ეს გადაადგილება ხეობაში სოფელ პიშის მცხოვრებებმა შენიშნეს და თავდაცვის მიზნით, დროებით მთებში გაიხიზნენ. ოფიციალური წყაროები აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებენ.