ბათუმში უმოქმედო ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი აღმოაჩინეს
2006.08.04 20:36
ბათუმში სასტუმრო "მესხეთს" მიმდებარე პარკის ტერიტორიაზე, პარასკევს საღამოს უმოქმედო ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი აღმოაჩინეს. ნაღმი “მესხეთის” მშენებლობაზე დასაქმებულმა მუშამ იპოვა და ინფორმაცია პოლიციას მიაწოდა. ამოღებული ნაღმი სამართალდამცავებმა ექსპერტიზაზე გადააგზავნეს. წინასწარი მონაცემებით, ჭურვი სასწავლო იყო და პარკის ტერიტორიაზე იმ მიწასთან ერთად მოხვდა, რომელიც გონიოს პოლიგონიდან გამოიტანეს.