კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა გაზეთის გამოშვება დაიწყო
2008.04.15 15:40
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა (CENN) უფასო გაზეთის გამოშვება დაიწყო.
«მწვანე გაზეთის» პირველი ნომერი ბუნებრივი კატასტროფების თემას დაეთმო და “ღია გარემოსდაცვითი სამოქალაქო ინიციატივის” ფარგლებში გამოიცა. გაზეთში ექსკლუზიურად CENN-ის მიერ მომზადებული რეპორტაჟებისა და ჟურნალისტური მოკვლევების გარდა, მნიშვნელოვანი ადგილი იმ პრაქტიკულ რჩევებსაც დაეთმო, რომელსაც რისკის ზონაში მცხოვრები მოსახლეობა გამოიყენებს. გაზეთი უფასოა და ორიენტირებულია ბუნებრივი კატასტროფებით დაზარალებული მოსახლეობის მხარდასაჭერად.
გაზეთის მომდევნო ნომრებს თემატური ხასიათი ექნება და ამა თუ იმ მწვავე და მნიშვნელოვან ეკოლოგიურ საკითხებს გააშუქებს.