ევროსაპჭოს ოფიციალური პირები კონსულტაციებს განაგრძობენ
2008.04.25 12:09
ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების მიერ ვალდებულებების შესრულების კომიტეტის წარმომადგენლები მათიას იორში და კასტრიო ისლამი, რომლებიც საქრათველოში იმყოფებიან, მომავალ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საკუთარ შეხედულებებსა და შეფასებებზე დღეს ისაუბრებენ.
მანამდე ისინი შეხვდებიან: არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან, ასევე საერთშორისო და ადგილობრვ არასამთავორბოებთან, მედიის წარმომადგენლებთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებს; დღის ბოლოს მათ მიხეილ სააკაშვილი მიიღებს.