საქართველოში სექტემბერში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 58-ე ევროპული რეგიონული ასამბლეა გაიმართება
2008 წლის სექტემბერში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 58-ე ევროპული რეგიონული ასამბლეა საქართველოში გაიმართება. ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა ჟურნალისტებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული რეგიონული კომიტეტის დირექტორთან მარკ დანზონთან შეხვედრის შემდეგ 25 აპრილს განუცხადა.
მინისტრის თქმით, ”ეს საქართველოში ასეთი მასშტაბის პირველი ღონისძიებაა”.
ასამბლეაზე 400 დელეგატია მოწვეული, მათ შორის მსოფლიოს 53 ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი.
მარკ დანზონი საქართველოში ორდღიანი ვიზიტით 24 აპრილს ჩამოვიდა.