ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრემიერ მინისტრი დაჩქარებული წესით გახდება
ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრემიერ მინისტრი დაჩქარებული წესით გახდება. რუსული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, პრეზიდენტი მედვედევი პრემიერის კანდიდატურას უკვე დღეს წარადგენს, ამასთანავე სახელწმიფო დუმა მთავრობის მეთაურის კანდიდატურის განსახილველად სხდომას 16 მაისის ნაცვლად ხვალ, 8 მაისს გამართავს.
დღესვე კრემლში პუტინი სათათბიროს ფრაქციების ლიდერებს შეხვდება და მათ მხარდაჭერას მოიპოვებს. როგორც წინასწარი ინფორმაციითაა ცნობილი, პუტინის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერენ კომუნისტები. დაჩქარებული პროცედურებიდან გამომდინარე, შესაძლოა, ვლადიმერ პუტინი 9 მაისს უკვე პრემიერ მინისტრის რანგში შეხვდეს.