დღეს რუსი ჟურნალისტების საქართველოში შეხვედრებს გამართავენ
დღეს საქართველოში სამდღიანი ვიზიტით მყოფი რუსი ჟურნალისტები შეხვედრებს გამარტავენ. ჟურნალისტები თბილისში გუშინ ჩამოვიდნენ და ისინი გუშინვე საქართველოს კოთოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მიიღო.
ჟურნალისტებს ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი აქვთ საქართველოს ეროვნული მუზეუმის დაათვალიერება, გაიმართება ასევე შეხვედრები თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილეებთან.
დღესვე ჟურნალისტები გაემგზავრებიან ბათუმში, სადაც ქვეყნის პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდებიან. ხვალისთვის კი ჟურნალისტები ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრასა და კახეთში გაემგზავრებას გეგმავენ, სადაც კულტურულ ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას და სარაჯიშვილის სადეგუსტაციო ცენტრში ქართულ ღვინოსაც დააგემოვნებენ.