შერატონ მეტეხი-პალასში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, საქართველოს ეროვნული საინვეტიციო სააგენტოსა და თბილავიამშენის ინიციატივით პირველი საერთაშორისო ლოგისტიკური კონფერენცია გაიმართა, რომელშიც 30-მდე საერთაშორისო კომპანია, რეგიონალური სატრანსპორტო კომპანიები და ბიზნესის სახვადასხვა სფეროების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. კონფერენციის ფარგლებში ამიერკავკასიაში პირველი ლოჯისტიკური პარკის _ «თბილისის ლოჯისტიკური ქალაქის» პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომლის განხორციელების შემდეგაც, თბილისთან ახლოს აეროდრომ «ველის» ტერიტორიაზე სარკინიგზო საკონტეინერო ტერმინალი განთავსდება, რომელიც ფოთის პორტთან ლოგისტიკური მატარებლით იქნება დაკავშირებული და ტვირთების გადაზიდვის სერვისს აამოქმედებს.