გიორგი არველაძე გაზეთ ალიას მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს. დღეს გამოცემა კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი არველაძე ფალიაშვილზე, საკუთარ სახლში აიყვანეს და მოგვიანებით უკან დააბრუნეს. ამას გაზეთს მისი მეზობლები უდასტურებენ. კურიერი ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად გიორგი არველაძეს დაუკავშირდა. მან განაცხადა, რომ ამჟამად შინ მეუღლესა და შვილთან ერთად იმყოფება და ალიასგან ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის ახსნა-განმარტებებს ითხოვს.