რუსეთი სიტუაციის პროვოცირებაში თბილისს ადანაშაულებს
რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყების წარმომადგენელმა ანდრეი ნესტერენკომ კომენტარი გააკეთა ეუთოში განვითარებულ მოვლენებზე, რაც რუსული გამანადგურებელის მიერ ქართული უპილოტო თვითმფრინავის ჩამოგდებას შეეხება.
"კვლავ აშკარაა ქართული მხარის მისწრაფება, რომ პასუხისმგებლობა კონფლიქტურ ზონებში მდგომარეობის დაძაბვასთან დაკავშირებით გადააბრალოს რუსეთს, რომელიც, როგორც ცნობილია, არ არის კონფლიქტის მხარე. ფაქტები ჯიუტია და ამ კონკრეტულ შემთხვევაში ისინი ერთვაროვნად მიუთითებენ იმაზე, რომ თბილისი არის ბოლოდროინდელი პროვოკაციების და გართულებების მოთავე," - განაცხადა მან.
"ჩვენ მოუწოდებთ თბილისს ობიექტურად შეხედოს არსებულ რეალობას და მოაწეროს ხელი შეთანხმებას ძალის გამოუყენებლობის თაობაზე," - დასძინა მან.