გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭომ საქართველოს მოთხოვნის საფუძელზე განიხილა 2008 წ. 8 ივლისს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო აგრესიის აქტი.
გაერო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელის ირაკლი ალასანიას განცხადებით, ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო, პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ უშიშროების საბჭოს წევრებმა ცალსახა მხარდაჭერა გამოუცხადეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
მისი განცხადებით, უშიშროების საბჭოს წევრებმა დაგმეს ის სამხედრო აგრესია, რომელიც ბოლო დროს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელდა.