eng  geo  rus  სექტემბერი 03.09.2010 01:37:44

 

პოპულარული სიახლეები
პოლონეთის პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ შესაძლოა, სისხლის სამართლის საქმე აღიძრას
პირველად წყალბურთის ისტორიაში "ლენ ტროფი"-ს ა ჯგუფის საკვალიფიკაციო რაუნდი თბილისში გაიმართება
ქართველი კალათბურთელები მორიგი მატჩისთვის ემზადებიან
swf
(0.0)
ინტერვიუ
ვაან ოვანესიანი: სომხეთის ტერიტორიაზე ბომბდამშენები არ არიან



საქართველო-რუსეთის ამ ომზე კიდევ ბევრჯერ დაიწერება და მრავალი ჭორ-მართალიც გაირკვევა. რუსულ პრესას თუ დავუჯერებთ, ოკუპაციის დაწყების პირველ დღეებში საქართველოს ქალაქების დაბომბვა თითქოს სომხეთიდან, გიუმრის რუსული ბაზიდან აფრენილმა თვითმფრინავებმა განახორციელეს. თუმცა სომხეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერი ვაან ოვანესიანი ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს. ამ და სხვა საკითხებზე "ჯორჯიან  თაიმსი" ვაან ოვანესიანს ესაუბრა

"ჯორჯიან თაიმსი": როგორ ფიქრობთ, რითია გამოწვეული ის მოვლენები, რაც დღეს საქართველოში ხდება?

ვაან ოვანესიანი: ვფიქრობ, ამის მიზეზი 90-იანი წლების დასაწყისში უნდა ვეძებოთ.

_ კერძოდ?

_ ვფიქრობ, საქართველოს ტერიტორიაზე ეროვნული უმცირესობების მიმართ უფრო ტოლერანტული ურთიერთობა რომ ყოფილიყო, მაშინ სეპარატისტული მოძრაობის დაწყების მიზეზი ვერავის მიეცემოდა. როცა დაიწყება, მაშინ უკვე მათი გაჩერება ძალიან ძნელია.

_ რუსეთმა სუვერენული საქართველოს ტერიტორიის თითქმის ნახევრის ოკუპაცია რომ მოახდინა, ამას რა შეფასებას მისცემდით?

_ სიმართლე გითხრათ, არ ვფლობ ინფორმაციას, რომ რუსეთმა ნახევარი საქართველოს ოკუპაცია მოახდინა. ვუყურებ "სიენენს", "ბიბისის", რუსეთის ტელევიზიას, "ევრონიუსს" და საქართველო რომ ოკუპირებულია, სიმართლე გითხრათ, არ გამიგია.

_ თბილისი, ქაუთაისი, გორი, და რომელი ერთი ქალაქი, თუ დასახლებული პუნქტი ჩამოგითვალოთ, რამდენჯერმე რომ დაბომბეს, არც ეს გაგიგიათ?

_ ეს, რა თქმა უნდა, საშინელებაა. ის რომ დასახლებული პუნქტები დაბომბილია, მხოლოდ თქვენგან მესმის, თორემ ის არხები, რომლებსაც ვუყურებ, ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ. მაგალითად, ისეთი ქალაქები, როგორიცაა რუსთავი, ზესტაფონი და მრავალი სხვა, თელავი არ დაუბომბავთ. მე სამხედრო ექსპერტი არა ვარ და როდესაც გაირკვევა პირველმა ვინ გაისროლა, მაშინ შესაძლებელი იქნება პასუხისმგებლობაზე საუბარი.

_ სხვათა შორის, ის თვითმფრინავები, რომლებმაც საქართველოს ქალაქები დაბომბეს, გიუმრის რუსული სამხედრო ბაზიდან აფრინდნენ და ამას რა შეფასებას მისცემდით?

_ მე ამას ვაფასებ, როგორც თავხედურ სიცრუეს. სომხეთის ტერიტორიაზე ბომბდამშენები არ არიან. საქართველოს ხელისუფლების განცხადებაც ასეთია და ასეთი ინფორმაცია საიდან მოიტანეთ, არ ვიცი. ეს არის დეზინფორმაცია. გიუმრის ბაზაზე არის მხოლოდ გამანადგურებლები, ბომბდამშენები არ არის. გამანადგურებლებს არ შეუძლიათ დაბომბონ. მათ სხვა დანიშნულება გააჩნიათ.

_ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უჭერთ თუ არა მხარს და რუსეთის ქმედებებს როგორ აფასებთ?

_ ჩვენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ არასოდეს გამოვსულვართ. თქვენ გაგიგიათ, რომ სომხეთის ოფიციალური ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ გამოსულივყვნენ? საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ჩვენთვის საერთოდ განხილვის საკითხს არ წარმოადგენს, მაგრამ ვიცით ასევე, რომ ტერიტორიული მთლიანობა და ხალხთა თვითგამორკვევის საკითხები წინააღმდეგობაში არ მოდიან.
ტერიტორიული მთლიანობა ეს საერთაშორისო სამართლის პრინციპია და იგი ორ სუვერენულ სახელმწიფოს შორის გამოიყენება. არცერთ სახელმწიფოს არა აქვს უფლება მეორის ტერიტორიის დაპყრობისა, მაგრამ თუ ეროვნული უმცირესობა მიიჩნევს თავს უფლებაშელახულად, მას საკუთარი ნების გამოხატვის და თვითგამორკვევის უფლება აქვს, რაც საქართველოს ტერიტორიაზე სინამდვილეში ხდება. მე გავიმეორებ, შეფასების მიცემა შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც გაირკვევა, თუ პირველმა რომელმა გაისროლა.

_ მას შემდეგ, რაც ახლა საქართველოში ხდება, შესაძლებელია თუ არა ჯავახეთში მცხოვრებმა სომხებმაც მოითხოვონ ავტონომია?

_ ჯავახეთის სომხებს ასეთი გეგმა რომ ჰქონოდათ, ისინი ამას დიდი ხნის წინ, როცა საქართველო 90-იან წლებში ნაწილ-ნაწილად იშლებოდა, მაშინ გააკეთებდნენ. მაგრამ სომხებმა ეს არ გააკეთეს. სამწუხაროდ, ეტყობა, ქართულ საზოგადოებაში არის ხალხი, რომელიც ამას ვერ აფასებს.

_ როგორ ფიქრობთ, როგორ დასრულდება რუსეთ-საქართველოს ეს დაპირისპირება? როგორ განვითარდება სიტუაცია სამომავლოდ?

_ იცით, ღმერთმა ინებოს, რომ მალე დასრულდეს. იმიტომ, რომ თითოეული გარდაცვლილი ისეთი ჭრილობაა, რომელიც დიდხანს არ ხორცდება. ეს ის ჭრილობებია, რომელიც შემდგომში ნორმალურ ურთიერთობათა დამყარებას ძალზე გაართულებს. რაც მე ყველაზე ძალიან მაკვირვებს ისაა, რომ კონფლიქტში ჩართული სამივე მხარე მართლმადიდებელია.

ფრიდონ დოჩია
2008.08.16 14:13
<< უკან ინფორმაცია წაკითხულია: 70 გავუგზავოთ მეგობარს  გავუგზავოთ მეგობარს საბეჭდი ვერსია  

სახელი *
შეტყობინება *
გთხოვთ შეიყვანოთ უსაფრთხოების კოდი *
 
 
ძიება საიტზე
დღის ქრონიკა
18:41
ანონსი
18:17
7 სექტემებერს საქართველოში კონდოლიზა რაისი, მიხეილ გორბაჩოვი და უილიამ პერი ჩამოვლენ
18:15
თემურ იაკობაშვილი: ძვირფასო მეგობრებო, ეწვიეთ საქართველოს
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    1 2345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   

სექტემბერი 2010

Rambler's Top100

გაზეთი
საზოგადოება | 2010.08.09 23:29
იმ დღეებში სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში ყელყელაობდა: "შლოპანციან რუს და აფხაზ ჯარისკაცებს სამ საათში დავამარცხებთო". უშიშროებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, გივი თარგამაძე კი "მეორე ხმაში" მღეროდა: ჟანგიან რუსულ გემებს სევასტოპოლამდე გავდევნითო.
ეკონომიკა | 2010.08.09 23:04
ხელისუფლებამ მცირე ბიზნესის საბოლოოდ ალაგმვა განიზრახა. როგორც ჩანს, ამჯერად მცირე ბიზნესი საქართველოში ახალ საგადასახადო კოდექსს შეეწირება. ვნახოთ, როგორ აფასებენ "რევოლუციური", ორაზროვანი ახალი საგადასახადო კოდექსის შინაარსსა და შედეგებს კომპენტენტური პირები და ორგანიზაციები.
პოლიტიკა | 2010.08.09 22:53
თეა თუთბერიძე: უკვე დიდი ხანია, რაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით, საჯარო დოკუმენტაციას ვთხოვთ, თუმცა, არათუ დოკუმენტაცია, ნორმალურ პასუხსაც არავინ გვცემს.
ინტერვიუ | 2010.08.09 22:42
ჩემს ოჯახს მისგან საჩუქრები და ინდულგენციები არასოდეს მიუღია. არის თუ არა 13 ათასი დოლარი "სიმბოლური" და "აჩუქა" თუ არა ინგა გრიგოლიას მამას სააკაშვილმა ბიზნესი? მიმდინარეობს თუ არა ინგა გრიგოლიას წინააღმდეგ ფარული პოლიტიკური კამპანია და არის თუ არა მზად საკრებულოს დეპუტატი, მოიგერიოს პოლიტიკური მეტოქეები? ამ საკითხებთან დაკავშირებით "ჯორჯიან თაიმსი" ინგა გრიგოლიას შეხვდა, რომელმაც მისი ოჯახის წინააღმდეგ ბოლო ხანს გავრცელებული ბრალდებების შესახებ ისაუბრა.

საინფორმაციო პარტნიორები: Rustavi2; Civil Georgia; Newsgeorgia; Interpressnews  ,GHN
ყველა სტატია
დიდი თურქობა საქართველოში
ის, რაც ბოლო წლებში ხდება...
ქართული პრესა და პრეზიდენტი...
ვინ ლობირებს ხელისუფლებაში გენმოდიფიცირებულ პროდუქტებს?
საქართველოს ეკონომიკა ღვინიასავით უფსკრულში იჩეხება.
800 ოფიცერი შინ წავიდა. მიხეილი კი კმაყოფილ-ბედნიერი!
გიგა ბათიაშვილი: მაგ თქვენს "ვირის ხიდს", მოვა დრო, თუ ცოცხალი დავრჩი, სხვაგან გადავიტან.
იაკობ ჯუღაშვილი: შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სტალინისა და ბერიას მკვლელობა "პარტ აპარატჩიკების" მიერ, დასავლეთის მონაწილეობის გარეშე, ვერ მოხდებოდა. ბერიას მკვლელობა და სპეცკომიტეტის გაუქმება ერთი იყო.
რატომ ჩახოცეს აფრასიძეები?!
"სასოწარკვეთილ გაუთხოვართა შოუ" ანუ "დღის შოუ".
The first georgian newspaper in english,
founded in 1993.
2002-2010 Georgian Times Media Holding
All Rights Reserved.
Created By Pro-Service
12 Kikodze St. Tbilisi. Georgia
Georgian Times
Phone: +995 32 93 44 05
Fax: +995 32 93 49 63