ვლადიმირ ჟირინოვსკი: "ჩვენ არა ოსი ხალხი, არამედ ტერიტორია გვჭირდება, ოსებს კი მოსამსახურეებად დავიყენებთ"
რუსი დეპუტატი, "ლიბერალ-დემოკრატების" სკანდალურად ცნობილი ლიდერი ვლადიმირ ჟირინოვსკი მორიგ სკნადალურ განცხადებას აკეთებს. როგორც მან ტელეკომპანია RTVI-ს ერთ-ერთ გადაცემაში, პირდაპირ ეთერში განაცხადა, "რუსეთს არა აფხაზი და ოსი ხალხი, არამედ ტერიტორიები სჭირდება და აქ დასამალი არაფერია". "ჩვენ არა ოსი ხალხი, არამედ ტერიტორია გვჭირდება და ამ მიზნის მიღწევის შემდეგ ოსებს აქ მოსამსახურეებად დავიყენებთ" – განაცხადა ჟირინოვსკიმ.