ესპანეთი საქართველოში თავის ელჩს გზავნის. ამის შესახებ დღეს მადრიდში გამართულ ელჩების თათბირზე ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიგელ ანხელ მორატინოსმა განაცხადა. "თბილისში ელჩის დანიშნვის გადაწყვეტილება სამხრეთ ოსეთში განვითარებულ მოვლენებთანაა დაკავშირებული", - იტყობინება ესპანეთის ნაციონალური რადიო. აქამდე საქართველოში ესპანეთის ელჩის ფუნქციებს მოსკოვში ესპანეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი შეთავსებით ასრულებდა.