2009 წლის ბიუჯეტის პროექტის პირვანდელ ვარიანტს დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი განიხილავს
2009 წლის ბიუჯეტის პროექტის პირვანდელ ვარიანტს დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი განიხილავს.
2009 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში 1-ელი ოქტომბრიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა მისი განხილვა პარლამენტის კომიტეტებში არ შედგა.
ბიუჯეტის განხილვის გადადების მიზეზად 22 ოქტომბერს დაგეგმილი დონორთა კონფერენცია დასახელდა, სადაც განისაზღვრება, თუ რა რაოდენობის თანხებს მიიღებს საქართველო დონორებისგან. ამის შემდეგ ბიუჯეტის პროექტში საკმაოდ ბევრი ცვლილება შევა, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, დეპუტატებს არც ბიუჯეტის თავდაპირველი ვარიანტი მოსწონთ, მის არაპროფესიონალურად დაგეგმვაზე საუბრობენ და საკმაოდ მწვავე შენიშვნებიც აქვთ.
რაც შეეხება საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დღევანდელ სხდომას, სხდომის შემდეგ ბიუჯეტი შენიშვნებითურთ მთავრობას გადაეგზავნება, ჩასწორებული და ,,ხელახლა დაწერილი" პროექტის განხილვა კი პარლამენტში 1-ელი ნოემბრიდან დაიწყება.