საერთაშორისო კომისია აგვისტოს მოვლენების შედეგად საქართველოსთვის მიყენებულ ზარალს სამ მილიარდ დოლარად აფასებს.
ევროკომისიისა და მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, საქართველოს სწორედ ამ რაოდენობის თანხა სჭირდება აგვისტოს კონფლიქტის შედეგების ლიკვიდაციისთვის უახლოესი სამი წლის განმავლობაში.
დახმარების ოდენობა შემფასებელი კომისიის მუშაობის შედეგად განისაზღვრა, რომლის შემადგენლობაშიც მსოფლიო ბანკის, გაეროს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, ევროკომისიის, ევროპის საინვესტიციო ბანკისა და საერთაშორისო ფინანსური კორპორაციის წარმომადგენლები შედიან.