ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებების ეროვნულ ცენტრში პატიმარი, 34 წლის პაატა ლაშქარაშვილი გარდაიცვალა. როგორც პრაიმ-ნიუსს იუსტიციის სამინისტროში აცნობეს, ლაშქარაშვილი ტუბერკულოზური მენინგიტით იყო დაავადებული და 25 აგვისტოდან მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში მკურნალობდა. ლაშქარაშვილი ქურდობისა და ძარცვის მუხლით იყო გასამართლებული.