ქართულმა ინტერნეტ-პროვაიდერებმა რუსულ საიტებზე ბოლო შეზღუდვები მოხსნეს.
დღეიდან ხელმისაწვდომია ყველა რუსული საინფორმაციო ვებგვერდი. ჯერჯერობით უცნობია, აღდგება თუ არა რუსული არხების მაუწყებლობა, რომელთა გათიშვა ასევე აგვისტოს მოვლენებისას მოხდა. რაც შეეხება რუსულ ვებგვერდებს, ისინი ნაწილობრივ ხელმისაწვდომი (გარდა საინფორმაციო საიტების) დაახლოებით ერთი თვის წინ გახდა.