ეროვნულმა არქივმა გალაკტიონ ტაბიძის მუზეუმს პოეტთან დაკავშირებული ფონოდოკუმენტების ასლები გადასცა
2008.10.28 15:21
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა თბილისის გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ ბინა-მუზეუმს, სტაციონალური ექსპოზიციის მოსაწყობად, პოეტის ფონოდოკუმენტების ასლები გადასცა.
როგორც იუსტიციის სამინისტრო იუწყება, ჩანაწერებს შორის არის: გალაკტიონის სიტყვა წარმოთქმული ბათუმში გამართულ საიუბილეო საღამოზე, პოეტის მიერ წაკითხული ლექსები და მის მიერ შესრულებული სიმღერა ლექსზე "სახლი ტყის პირას".
ეროვნულ არქივში გალაკტიონის ხმის ჩანაწერების ზუსტი ასლები დამზადდა, რაც შესაძლებელი გახდა ფონოგანყოფილებაში არსებული ტექნიკური აპარატურის განახლების შემდეგ. ამ აპარატურით შესაძლებელი გახდა სხვადასხვა ფორმატის ფირების ასლების დამზადება და ციფრულ მატარებლებზე ხარისხის შენარჩუნებით გადაწერა.