eng  geo  rus  სექტემბერი 03.09.2010 01:30:04

 

პოპულარული სიახლეები
პოლონეთის პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ შესაძლოა, სისხლის სამართლის საქმე აღიძრას
პირველად წყალბურთის ისტორიაში "ლენ ტროფი"-ს ა ჯგუფის საკვალიფიკაციო რაუნდი თბილისში გაიმართება
ქართველი კალათბურთელები მორიგი მატჩისთვის ემზადებიან
swf
(0.0)
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი ევროპულ ტურნეში გაემგზავრა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ევროპულ ტურნეში გაემგზავრა, რომლის დროსაც ნორვეგიას, შვედეთს და ბალტიიპირეთის ქვეყნებს ეწვევა. 

როგორც ”ახალი ამბები - საქართველოს” პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს, პრეზიდენტს ტურნეში თანხლებას უწევენ ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ეკა შარაშიძე, ენერგეტიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ხეთაგური, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი თემურ იაკობაშვილი და პარლამენტის წევრები ლაშა ჟვანია და გია არსენიშვილი. 

ვიზიტს საქართველოს პრეზიდენტი დღეს ნორვეგიიდან იწყებს. სააკაშვილი შეხვდება ნორვეგიის მეფეს კარლ V-ს, პრემიერ-მინისტრს იენს სტოლტენბერგს, ასევე ნობელის ინსტიტუტში სიტყვით გამოვა და დამსწრე საზოგადოებას ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ მოუთხრობს.

ვიზიტის მსვლელობისას თანამშრომლობის შესახებ ორმხრივ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა იგეგმება.

პრეზიდენტი და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი პრესისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

პარალელურად გაიმართება ეკონომიკური ფორუმი, რომელზეც ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ეკა შარაშიძე საქართველოში საინვესტიციო გარემოს შესახებ მოხსენებას წარადგენს. რამდენიმე პროექტს ასევე ენერგეტიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ხეთაგურიც წარადგენს.

ხუთშაბათს დილიდან საქართველოს პრეზიდენტი და დელეგაციის წევრები ვიზიტს შვედეთში გააგრძელებენ. სტოკჰოლმიდან მიხეილ სააკაშვილი ბალტიისპირეთის ქვეყნებში გაემგზავრება.

Newsgeorgia
2008.10.29 13:19
<< უკან ინფორმაცია წაკითხულია: 97 გავუგზავოთ მეგობარს  გავუგზავოთ მეგობარს საბეჭდი ვერსია  

სახელი *
შეტყობინება *
გთხოვთ შეიყვანოთ უსაფრთხოების კოდი *
 
 
ძიება საიტზე
დღის ქრონიკა
18:41
ანონსი
18:17
7 სექტემებერს საქართველოში კონდოლიზა რაისი, მიხეილ გორბაჩოვი და უილიამ პერი ჩამოვლენ
18:15
თემურ იაკობაშვილი: ძვირფასო მეგობრებო, ეწვიეთ საქართველოს
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    1 2345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   

სექტემბერი 2010

Rambler's Top100

გაზეთი
საზოგადოება | 2010.08.09 23:29
იმ დღეებში სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში ყელყელაობდა: "შლოპანციან რუს და აფხაზ ჯარისკაცებს სამ საათში დავამარცხებთო". უშიშროებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, გივი თარგამაძე კი "მეორე ხმაში" მღეროდა: ჟანგიან რუსულ გემებს სევასტოპოლამდე გავდევნითო.
ეკონომიკა | 2010.08.09 23:04
ხელისუფლებამ მცირე ბიზნესის საბოლოოდ ალაგმვა განიზრახა. როგორც ჩანს, ამჯერად მცირე ბიზნესი საქართველოში ახალ საგადასახადო კოდექსს შეეწირება. ვნახოთ, როგორ აფასებენ "რევოლუციური", ორაზროვანი ახალი საგადასახადო კოდექსის შინაარსსა და შედეგებს კომპენტენტური პირები და ორგანიზაციები.
პოლიტიკა | 2010.08.09 22:53
თეა თუთბერიძე: უკვე დიდი ხანია, რაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით, საჯარო დოკუმენტაციას ვთხოვთ, თუმცა, არათუ დოკუმენტაცია, ნორმალურ პასუხსაც არავინ გვცემს.
ინტერვიუ | 2010.08.09 22:42
ჩემს ოჯახს მისგან საჩუქრები და ინდულგენციები არასოდეს მიუღია. არის თუ არა 13 ათასი დოლარი "სიმბოლური" და "აჩუქა" თუ არა ინგა გრიგოლიას მამას სააკაშვილმა ბიზნესი? მიმდინარეობს თუ არა ინგა გრიგოლიას წინააღმდეგ ფარული პოლიტიკური კამპანია და არის თუ არა მზად საკრებულოს დეპუტატი, მოიგერიოს პოლიტიკური მეტოქეები? ამ საკითხებთან დაკავშირებით "ჯორჯიან თაიმსი" ინგა გრიგოლიას შეხვდა, რომელმაც მისი ოჯახის წინააღმდეგ ბოლო ხანს გავრცელებული ბრალდებების შესახებ ისაუბრა.

საინფორმაციო პარტნიორები: Rustavi2; Civil Georgia; Newsgeorgia; Interpressnews  ,GHN
ყველა სტატია
დიდი თურქობა საქართველოში
ის, რაც ბოლო წლებში ხდება...
ქართული პრესა და პრეზიდენტი...
ვინ ლობირებს ხელისუფლებაში გენმოდიფიცირებულ პროდუქტებს?
საქართველოს ეკონომიკა ღვინიასავით უფსკრულში იჩეხება.
800 ოფიცერი შინ წავიდა. მიხეილი კი კმაყოფილ-ბედნიერი!
გიგა ბათიაშვილი: მაგ თქვენს "ვირის ხიდს", მოვა დრო, თუ ცოცხალი დავრჩი, სხვაგან გადავიტან.
იაკობ ჯუღაშვილი: შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სტალინისა და ბერიას მკვლელობა "პარტ აპარატჩიკების" მიერ, დასავლეთის მონაწილეობის გარეშე, ვერ მოხდებოდა. ბერიას მკვლელობა და სპეცკომიტეტის გაუქმება ერთი იყო.
რატომ ჩახოცეს აფრასიძეები?!
"სასოწარკვეთილ გაუთხოვართა შოუ" ანუ "დღის შოუ".
The first georgian newspaper in english,
founded in 1993.
2002-2010 Georgian Times Media Holding
All Rights Reserved.
Created By Pro-Service
12 Kikodze St. Tbilisi. Georgia
Georgian Times
Phone: +995 32 93 44 05
Fax: +995 32 93 49 63