უსამა ბენ ლადენი ამერიკას ახალი ტერაქტით ემუქრება, - იუწყება რადიო "ეხო მოსკვი".
"ბენ ლადენმა ბრძანება გასცა, აშშ-ს ტერიტორიაზე ტერაქტის მოწყობის შესახებ, რომლის მასშტაბიც 11 სექტემბრის ტერაქტს გადააჭარბებს", - იუწყება ლონდონში გამოცემული გაზეთი "ალ-ქადს ალ-არაბი". ამასთან გამოცემა ეყრდნობა წყაროს იემენში, რომელიც ახლოს არის ალ-ქაედას ხელმძღვანელობასთან. მათგან დადასტურებული ინფორმაციით, ტერაქტი მსოფლიოს შეცვლის როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად.
"ეს უახლეს მომავალში მოხდება", - იუწყება საინფორმაციო სამსახური.