|
საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში შეწყალების კომისიის სხდომა მიმდინარეობს.
როგორც ჟურნალისტებს პარლამენტის წევრმა აკაკი მინაშვილმა განუცხადა, სხდომა საკმაოდ ლიბერალურად მიმდინარეობს.
მისივე თქმით, შეწყალება არ გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც სასჯელს იხდიან მძიმე დანაშაულებისთვის, მათ შორის ქრთამის აღებისა და ყაჩაღობისთვის.
შესაწყალებელ პირთა სიას კომისია საქართველოს პრეზიდენტს გადასცემს, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.
|