|
უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე საბოლოო უარი თქვა. ამის შესახებ პრეზიდენტის სამდივნოს უფროსმა ვიქტორ ბალოგამ ტელეარხ "ITVC"-ს განუცხადა.
გლობალური ეკონომიკური კრიზისის ფონზე არჩევნების ჩატარება, ბალოგას განცხადებით, მესამეხარისხოვანია.
იუშჩენკოს სამდივნოს ხელმძღვანელის თქმით, პარლამენტმა უნდა მიიღოს 2009 წლის ბიუჯეტი და დაამტკიცოს ახალი სპიკერი.
უმაღლესი რადას მორიგი სხდომა 2 დეკემბერს ჩატარდება. მასზე, შესაძლოა, პარლამენტის სპიკერის არჩევნები გაიმართოს. ამ თანამდებობიდან არსენი იაცენიუკი 12 ნოემბერს გადააყენეს.
|