|
ათენში მანიფესტანტებსა და პოლიციელებს შორის შეტაკებები გრძელდება, - იუწყება რადიო “ეხო მოსკვი”.
ათეულობით ახალგაზრდა საბერძნეთის დედაქალაქის ცენტრში პოლიციელებს ქვებს უშენდა, პოლიციელებს კი, ცრემლსადენი გაზის გამოყენება მოუხდათ. დაპატიმრებულია რამდენიმე ადამიანი.
არეულობა საბერძნეთში გასულ შაბათს დაიწყო, როცა 15 წლის მოზარდი პოლიციელის მიერ ნასროლი ტყვიის შედეგად დაიღუპა.
მასობრივ არეულობას გუშინ ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკით უკმაყოფილოთა ფართომასშტაბიანი გაფიცვებიც დაემატა.
|