თბილისში ავტოსადგომებზე პარკომეტრები დაიდგმება .
ვაჟა -ფაშაველას გამზირის 16 ნომერთან დღეს პირველი პარკომეტრი დამონტაჟდა . აღნიშნულ პროცესი ქალაქში კომპანია „სიტი პარკის “ მიერ ხორციელდება .
პარკომეტრის პრეზენტაციას ქალაქის ტრანსპორტის სამსახურის უფროსი აკაკი ჯოხაძე და კომპანიის წარმომადგენელები ესწრებოდნენ .როგორც „სიტი პარკის “ ექსტლუატაციის მენეჯერის მოადგილემ ირაკლი ჯიბლაძემ განაცხადა , წლის ბოლომდე თბილისში კიდევ 10 პარკომეტრი დამონტაჟდება . სულ დედაქალაქში 3500-დან 5000-მდე ავტოსადგომია შერჩეული და ეს რიცხვი 5 წლის განმავლობაში კიდევ 10 000-მდე გაიზრდება .
ავტოსადგომებზე დაიდგმება პარკომეტრის აღმნიშვნელი სპეციალური ნიშანი . ყველა ადგილზე საათობრივი ანაზღაურება სხვადსახვა იქნება .თბილისი დაყოფილია გადახდის სამ ზონად . შესაბამისად , ერთი საათით ავტომანქანის გაჩერების ღირებულება 20, 50 თეთრი და ერთი ლარი იქნება .
გადახდის პრინციპიც არის სამი სახის . ავტომანქანის მფლობელებს პარკინგისთვის თანხის გადახდა შეეძლებათ მობილური და გადასაფხეკი ბარათებით . ასევე , თავად პარკომეტრის მეშვეობით .
ავტომფლობელების მიერ თანხის გადახდის პროცესს კომპანიის ინსპექტორები გააკონტროლებენ . პირი , რომელიც თანხას არ გადაიხდის , დაჯარიმდება . კერძოდ , ერთიდან სამ საათამდე ავტომანქანის გაჩერების შემთხვევაში 20 ლარით და , დროის მიხედვით , შესაძლოა , 100 ლარამდეც .
როგორც ირაკლი ჯიბლაძემ განაცხადა , დღეს სისტემის მხოლოდ ტესტირება მოხდება , შემდგომი ერთი თვის განმავლობაში კი იმუშავებს საპილოტე სისტემა .
მისივე თქმით , პარკირების სისტემის ორგანიზება ქალაქისთვის პრიორიტეტულია და იგი ამ მხრივ არსებულ ქაოსს დაარეგულირებს .კომპანია „სიტი პარკმა “ პარკირების მართვის უფელება აუქციონზე გასული წლის ოქტომბერში 15 წლით მოიპოვა . ამ სფეროში იგი რამდენიმე მილიონი ლარის ჩადებას გეგმავს .
პარკირებიდან შემოსული თანხის 60% ქალაქის ბიუჯეტში გადაირიცხება , ხოლო დანარჩენი - კომპანიას . „სიტი პარკი “ ებრაული მენეჯმენტის მქონე ქართული კომპანიაა .