|
ოპოზიციონერი დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი პერევიდან ჯარის გაყვანას საქართველოს პატრიარქის რუსეთში ვიზიტს უკავშირებს.
როგორც ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პერევიდან ჯარების გაყვანა არა მარტო დროში ემთხვევა საქართველოს პატრიაქრის ვიზიტს რუსეთის ფედერაციაში, არამედ ვიზიტის პირდაპირი შედეგია.
“თუმცა, რისი თქმა უნდა ამით რუსეთის ფედერაციას, ვერ გეტყვით”, – განაცხადა ცაგარეიშვილმა და დასძინა, რომ თუ რუსეთი ნაბიჯს ვითარების დასარეგულირებლად დგამს, კარგის ნიშანია, რადგან ნებისმიერი ომი მშვიდობიანი მოლაპარაკებით მთავრდება, მოლაპარაკების მაგიდასთან საძულველი მტრებიც კი სხდებიან ხოლმე.
ამასთან, ცაგარეიშვილი არ არის დარწმუნებული, რომ პერევიდან ჯარების გაყვანას საქართველოს ყველა ტერიტორიიდან რუსების გასვლა მოჰყვება.
მოლაპარაკების გაგრძელებას კი, დეპუტატი აუცილებლობად მიიჩნევს, თუ “ამ დიალოგის ურყევი პრიმატი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა იქნება”.
დიალოგის წარმართვისას, ცაგარეიშვილი რელიგიური ელემენტის უდიდეს მნიშვნელობაზეც საუბრობს.
როგორც ცნობილია, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსკოვში დიმიტრი მედვედევს შეხვდა.
|