|
აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე პაატა დავითაია დიპლომატიურ კორპუსს ხვდება.
შეხვედრა მედიისთვის დახურულია და დიპლომატები კომისიის მუშაობის დეტალებს გაეცნობიან.
შესაბამისად, სხდომის დასრულებამდე დიპლომატები დეტალური კომენტარისგან თავს იკავებენ.
ამასთან, კომისიას დასკვნა აგვისტოს მოვლენებზე, სავარაუდოდ, მომზადებული აქვს. გავრცელებული ინფორმაციით, საზოგადეობისთვის ცნობილი ხვალვე გახდება.
კომისიის თავმჯდომარე დასკვნის წაკითხვას პირდაპირ ეთერში გეგმავს; დასკვნა, დაახლოებით, 200-გვერდიანია და ვიდე და ფოტო მასალაც აქვს დართული.
კომისიის დასკვნა, შესაძლოა, პარლამენტის პარასკევის სხდომაზეც დაამტკიცონ.
|