პარლამენტის წინააღმდეგ `კონსტიტუციის 42-ე მუხლი` გამოდის. არასამთავრობო ორგანიზაციის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოშია შეტანილი. ორგანიზაცია იმ კანონს ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც გამომძიებელზეა დამოკიდებული, ადვოკატს გააცნობენ თუ არა საქმის მასალებს.
ადვოკატთა შეფასებით, კანონმდებლობის ეს ნორმა ეწინააღმდეგება, როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას.