|
შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს ინფორმაციას, თითქოს თბილისში, კოსტავას ქუჩაზე აღმოჩენილი ხელყუმბარა საბრძოლო მდგომარეობაში იყო მოყვანილი.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა შოთა გვენეტაძემ განუცხადა, ხელყუმბარა საბრძოლო იყო, თუმცა დეტონატორი სასწავლო ჰქონდა. მისივე თქმით, ხელყუმბარა საბრძოლო მდგომარეობაში არ ყოფილა მოყვანილი. მისივე ინფორმაციით, ხელყუმბარას ექსპერტიზა უკვე უტარდება.
ხელყუმბარა დღეს, დაახლოებით, 11:30 საათზე კოსტავას ქუჩაზე მდებარე კაზინო „ევროპასთან", სადაც მშენებლობა მიმდინარეობს, მუშამ აღმოაჩინა და საპატრულო პოლიციას შეატყობინა. უცნობია, როგორ აღმოჩნდა ხელყუმბარა აღნიშნულ ტერიტორიაზე.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
|