თბილისის #1 საავადმყოფოში სამუდამო პატიმრობში მყოფი მსჯავრდებული გარდაიცვალა
თბილისის #1 კლინიკურ საავადმყოფოში პატიმარი, 41 წლის აბდულ ისმაილოვი გარდაიცვალა. როგორც პრაიმ-ნიუსს იუსტიციის სამინისტროში აცნობეს, ისმაილოვი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რუსთავის #6 დაწესებულებიდან ტრავმული ინტრაკრანიალური ჰემატომით 13 სექტემბერს #1 კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას სასწრაფო ოპერაცია გაუკეთდა, თუმცა 15 სექტემბერს გარდაიცვალა. ამ ფაქტზე გამოძიება იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში მიმდინარეობს. წინასწარი ინფორმაციით, პატიმარმა თავის ქალის დაზიანება საწოლიდან გადმოვარდნის შედეგად მიიღო. გარდაცვალების მიზეზის დასადგენად მიმდინარეობს ექსპერტიზა. ისმაილოვს სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.