|
დღეს გორში, წმიდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიაში საქველომქმდო გამოფენა–გაყიდვა იხსნება.
აქცია სამთავისისა და გორის ეპარქიის მთავარეპისკოპოსის, მეუფე ანდრიას (გვაზავას) ლოცვაკურთხევით და ადგილობრივი ხელისუფლების ფინანსური მხარდაჭერით იმართება.
გამოფენა ორ დღეს გაგრძელდება; დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ, გორელ ხელოვანთა ნამუშევრები იხილონ.
წარმოდგენილი იქნება ტიხრული მინანქრის, ხეზე კვეთის ნიმუშები, გობელენები, ფერწერული და კერამიკული ნამუშევრები.
აქცია საქველმოქმედოა და გორელ ხელოვანთა მხარდასაჭერად ტარდება. გამოფენის გახსნას, ეპარქიის მღვდელმთავართან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრებიც დაესწრებიან.
|