ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დღეს დილით წალენჯიხის რაიონის სოფელ ჯვართან. სამგზავრო მიკროავტობუსი სატვირთო მანქანას შეეჯახა. ავარიის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა.
ისინი ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მიკროავტობუსის მძროლი მძიმედაა დაშავებული. ის ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება, თუმცა სათანადო აპარატურის არარსებობის გამო აუცილებელია მისი ქუთაისში ან თბილისში გადაყვანა.
ზუგდიდში რჩება კიდევ რამდენიმე დაშავებული, რომელთა მდგომარეობა მძიმეა, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ავარიის მიზეზი, სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.