|
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ეუთო-ს უმაღლეს კომისარს ეროვნული უმცირესობების საკითხებში კნუტ ვოლებეკს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიისა და ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაციის შედეგად შექმნილი ვითარება.
საგარეო პოლიტიკური უწყების ინფორმაციით, ამ კონტექსტში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური ქართველების მდგომარეობას და მათი უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს.
როგორც ეუთო-ს უმაღლესმა კომისარმა განაცხადა, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გათვალისწინებულია გამგზავრება ზუგდიდისა და გალის რაიონებში და სოხუმში.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ კვლავ გააგრძელებენ აქტიურ თანამშრომლობას ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთო-ს უმაღლესი კომისრის მანდატში შემავალ პრიორიტეტულ საკითხებთან დაკავშირებით
|