eng  geo  rus  სექტემბერი 03.09.2010 00:40:46

 

პოპულარული სიახლეები
პოლონეთის პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ შესაძლოა, სისხლის სამართლის საქმე აღიძრას
პირველად წყალბურთის ისტორიაში "ლენ ტროფი"-ს ა ჯგუფის საკვალიფიკაციო რაუნდი თბილისში გაიმართება
ქართველი კალათბურთელები მორიგი მატჩისთვის ემზადებიან
swf
(0.0)
ინტერვიუ
არ მაინტერესებს მიცნობს თუ არა გრიგოლ ვაშაძე

 

 

ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა პირი, რომელიც დღემდე რუსეთის მოქალაქეა. ქვეყნის პირველი დიპლომატის რუსეთის მოქალაქეობის ფაქტი "მრეწველმა" ზურაბ ტყემალაძემ გააპროტესტა, რომელმაც განმარტა, რომ იმ ქვეყნის, რომელსაც მატყუარას უწოდებ, მოქალაქე არ უნდა გყავდეს აღმასრულებელ ხელისუფლებაში. გრიგოლ ვაშაძემ კი ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა, რომ ზურაბ ტყემალაძის არსებობის შესახებაც არ იცოდა. "ჯორჯიან თაიმსი" ზურაბ ტყემელაძეს დაუკავშირდა და გრიგოლ ვაშაძის ასეთი იუმორის საჯაროდ გამოხატვაზე ესაუბრა.

"ჯორჯიან თაიმსი": გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ მან არ იცოდა თქვენი პიროვნების შესახებ.

ზურაბ ტყემალაძე, "მრეწველები": ჩემი აზრით, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა უნდა იცოდეს წინა მოწვევის პარლამენტის დეპუტატების ვინაობა. მე ცოტა უფრო ირონიულად დავსვამ ამ საკითხს. ადამიანმა, რომელიც მიდის ანტიკრიზისული საბჭოს გამოძახებით ანტიკრიზისულ საბჭოზე კითხვების გასაცემად, ის თუ არ იცის, ანტიკრიზისულ საბჭოს რა ევალება, მათი წევრების ვინაობა მაინც უნდა იცოდეს. ეს არის პრეზიდენტის ბრძანებით ნორმატიული აქტით შექმნილი კომისია, რომლის წევრი მეც გახლავართ. აქ, ალბათ, ვაშაძეს სურდა ირონია გამოეხატა ჩემს მიმართ. ვითომ მე არ მიცნობდა და ა.შ.

როდესაც შეხვედრა იყო ვაშაძესთან და როცა ატყდა აჟიოტაჟი "ენგურჰესის" მმართველობასთან დაკავშირებით, მაშინ დავსვი საკითხი ერთი-ორი კოლეგის მიმართ. თუ შეიძლება, რომ ქვეყანაში არსებობდეს და აღმასრულებელ ხელისუფლებაში იყოს რუსეთის მოქალაქე, მაშინ რატომ არ შეიძლება "ენგურჰესის" მმართველი იყოს რუსეთის მოქალაქე?

როცა რუსეთთან ასეთი დამოკიდებულება გვაქვს, ორმაგი სტანდარტი არ შეიძლება. ბოლომდე უნდა ემსახურებოდეს საკუთარ ქვეყანას. თუ იძახიან, რომ რუსები მტრები არიან, მაშინ ქვეყნის პირველი პირი დიპლომატიურ ურთიერთობებში არ უნდა იყოს რუსეთის მოქალაქე. არც ერთი მინისტრი, არც მეორე. მეორეში ბენდუქიძეს ვგულისხმობ. ის მინისტრი არ არის, მაგრამ, მე მგონი, ბევრ მინისტრზე მეტი გავლენა აქვს.

_ როგორ ფიქრობთ, მან მართლა არ იცოდა თქვენი არსებობის შესახებ?

_ იცით, ნაკლებად მაინტერესებს, მიცნობს თუ არა გრიგოლ ვაშაძე.
მან იცის თუ არ იცის ჩემი ვინაობის შესახებ, ეს არაფერს ნიშნავს. მე კითხვა დავსვი იმ კომისიის სხდომაზე და ამ კითხვაზე უნდა მივიღო პასუხი. მეტი არაფერი.

_ ხომ არ ფიქრობთ, რომ გრიგოლ ვაშაძისათვის რუსეთის მოქალაქეობა არის ერთგვარი იმუნიტეტი?

_ საერთოდ ორმაგი მოქალაქეობა გარკვეული იმუნიტეტი ყოველთვის არის. შეიძლება ძალიან საჭირო დროს მან ეს გამოიყენოს თავის, და არა ქვეყნის სასარგებლოდ.

ვიდრე ქვეყნის პირველი დიპლომატი ზურაბ ტყემალაძის კითხვებს გასცემს პასუხს, მოუწევს, წინა მოწვევების დეპუტატთა ვინაობებსა და მოკლე ბიოგრაფიებს გაეცნოს. პოლიტიკოსებს შორის ურთიერთობებსა და დიალოგში აუცილებელია, როდესაც კითხვას პასუხობ, იცოდე იმ ადამიანის შესახებ, ვინც შეკითხვა დაგისვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გაუმართლებელია და არც მაინცდამაინც დიპლომატიური საქციელია, როდესაც ქვეყნის შესახებ ანგარიშს აბარებ ადამიანს, რომლის სახელი და გვარი არ იცი, სტატუსი ხომ, მით უმეტეს!

 

შორენა გოგოლაძე
2009.01.23 14:32
<< უკან ინფორმაცია წაკითხულია: 74 გავუგზავოთ მეგობარს  გავუგზავოთ მეგობარს საბეჭდი ვერსია  

სახელი *
შეტყობინება *
გთხოვთ შეიყვანოთ უსაფრთხოების კოდი *
 
 
ძიება საიტზე
დღის ქრონიკა
18:41
ანონსი
18:17
7 სექტემებერს საქართველოში კონდოლიზა რაისი, მიხეილ გორბაჩოვი და უილიამ პერი ჩამოვლენ
18:15
თემურ იაკობაშვილი: ძვირფასო მეგობრებო, ეწვიეთ საქართველოს
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    1 2345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   

სექტემბერი 2010

Rambler's Top100

გაზეთი
საზოგადოება | 2010.08.09 23:29
იმ დღეებში სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში ყელყელაობდა: "შლოპანციან რუს და აფხაზ ჯარისკაცებს სამ საათში დავამარცხებთო". უშიშროებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, გივი თარგამაძე კი "მეორე ხმაში" მღეროდა: ჟანგიან რუსულ გემებს სევასტოპოლამდე გავდევნითო.
ეკონომიკა | 2010.08.09 23:04
ხელისუფლებამ მცირე ბიზნესის საბოლოოდ ალაგმვა განიზრახა. როგორც ჩანს, ამჯერად მცირე ბიზნესი საქართველოში ახალ საგადასახადო კოდექსს შეეწირება. ვნახოთ, როგორ აფასებენ "რევოლუციური", ორაზროვანი ახალი საგადასახადო კოდექსის შინაარსსა და შედეგებს კომპენტენტური პირები და ორგანიზაციები.
პოლიტიკა | 2010.08.09 22:53
თეა თუთბერიძე: უკვე დიდი ხანია, რაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით, საჯარო დოკუმენტაციას ვთხოვთ, თუმცა, არათუ დოკუმენტაცია, ნორმალურ პასუხსაც არავინ გვცემს.
ინტერვიუ | 2010.08.09 22:42
ჩემს ოჯახს მისგან საჩუქრები და ინდულგენციები არასოდეს მიუღია. არის თუ არა 13 ათასი დოლარი "სიმბოლური" და "აჩუქა" თუ არა ინგა გრიგოლიას მამას სააკაშვილმა ბიზნესი? მიმდინარეობს თუ არა ინგა გრიგოლიას წინააღმდეგ ფარული პოლიტიკური კამპანია და არის თუ არა მზად საკრებულოს დეპუტატი, მოიგერიოს პოლიტიკური მეტოქეები? ამ საკითხებთან დაკავშირებით "ჯორჯიან თაიმსი" ინგა გრიგოლიას შეხვდა, რომელმაც მისი ოჯახის წინააღმდეგ ბოლო ხანს გავრცელებული ბრალდებების შესახებ ისაუბრა.

საინფორმაციო პარტნიორები: Rustavi2; Civil Georgia; Newsgeorgia; Interpressnews  ,GHN
ყველა სტატია
დიდი თურქობა საქართველოში
ის, რაც ბოლო წლებში ხდება...
ქართული პრესა და პრეზიდენტი...
ვინ ლობირებს ხელისუფლებაში გენმოდიფიცირებულ პროდუქტებს?
საქართველოს ეკონომიკა ღვინიასავით უფსკრულში იჩეხება.
800 ოფიცერი შინ წავიდა. მიხეილი კი კმაყოფილ-ბედნიერი!
გიგა ბათიაშვილი: მაგ თქვენს "ვირის ხიდს", მოვა დრო, თუ ცოცხალი დავრჩი, სხვაგან გადავიტან.
იაკობ ჯუღაშვილი: შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სტალინისა და ბერიას მკვლელობა "პარტ აპარატჩიკების" მიერ, დასავლეთის მონაწილეობის გარეშე, ვერ მოხდებოდა. ბერიას მკვლელობა და სპეცკომიტეტის გაუქმება ერთი იყო.
რატომ ჩახოცეს აფრასიძეები?!
"სასოწარკვეთილ გაუთხოვართა შოუ" ანუ "დღის შოუ".
The first georgian newspaper in english,
founded in 1993.
2002-2010 Georgian Times Media Holding
All Rights Reserved.
Created By Pro-Service
12 Kikodze St. Tbilisi. Georgia
Georgian Times
Phone: +995 32 93 44 05
Fax: +995 32 93 49 63