ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო საზღვაო ბაზა განთავსდება. ამ ინფორმაციას რუსეთის სამხედრო საზღვაო ძალების მთავარი შტაბი ავრცელებს. ბაზის მოწყობა წელს დაიწყება და ძირითადად, ამ ბაზაზე შავი ზღვის ფლოტის სამხედრო გემებს განალაგებენ.
გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ამჟმად მოსკოვი სოხუმთან მხოლოდ დეტალებს ათანხმებს. ბაზის მთლიან მოწყობას რამდენიმე წელიწადი დასჭირდება.
ჯერ კიდევ შარშან ნოემბერში აფხაზეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ანატოლი ზაიცევი აცხადებდა, რომ რუსული სამხედრო ხომალდების ოჩამჩირეში ყოფნა არა მარტო აფხაზეთის საზღვაო საზღვრის საიმედო დაცვის საშუალება იქნება, არამედ აფხაზ სამხედროებს პროფესიულ ზრდაშიც დაეხმარება.