|
სოზარ სუბარი სასჯელაღსრულების დეპარტამენტთან არსებულ, მსჯავრდებულთ ვადამდე გათავისუფლების საკითხთა შემსწავლელ კომისიას უმოქმედობაში ადანაშაულებს.
ომბუდსმენის განცხადებით, კომისია რეალურად არ მუშაობს, გადაწყვეტილებებს კი დეპარტამენტში იღებენ.
სუბარის მტკიცებით, ამის თქმის საფუძველს 2008 წლის განმავლობაში სახალხო დამცველის ოფისის მიმართვაზე მომხდარი რეაგირება იძლევა. კონკრეტულ მოთხოვნაზე ომბუდსმენს დაუსაბუთებელი პასუხები გასცეს, რისთვისაც ის სასამართლოსგან უკვე კონკრეტული პირების დაჯარიმებას ითხოვს.
დეპარტამენტში კი ბრალდებებს უარყოფენ და სუბარის პოზიციას უსაფუძვლოს უწოდებენ. საჯელაღსრულების წარმომადგენელთა განმარტებით, დეპარტამენტი კანონის ფარგლებში მოქმედებს.
|