|
ცხინვალს დღეს ეუთო-ს, გაერო-სა და ევროკავშირის დელეგაცია ეწვევა. ამის შესახებ ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის ინფორმაციისა და ბეჭდვითი სტიყვის კომიტეტი იუწყება.
დელეგაციაშ ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი ხრისტოპოლუს ხარალამპუსი, გაერო-ს სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში იოჰან ვერბეკე და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სქართველოს კრიზისის საკითხებში პიერ მორელი შედიან.
სტუმრებს ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის პრეზიდენტის წარმომადგენელი პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ბორის ჩოჩიევი და ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი მურატ ჯიოევი მიიღებენ.
შეხვედრაზე ჟენევის საერთაშორისო კონსულტაციების მომდევნო რაუნდის ფორმატსა და დღის წესრიგზე იმსჯელებენ.
დელეგაცია დაათვალიერებს ცხინვალსა და რამდენიმე სოფელში მიმდინარე აღდგენით სამუშაოებს.
|